“2 წელიწადში მომხმარებლებმა $1 მლნ ლარი დაიბრუნეს პირდაპირი წესით” – ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე, “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის ფარგლებში მომხმარებლისთვის მოვაჭრისგან ანაზღაურებული თანხები ₾1 მილიონს აღწევს – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მედიასთან პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
“სრულ პერიოდში, 1500-ზე მეტი განაცხადია ჩვენ მიერ განხილული, აქედან ძირითადი ნაწილი დასრულდა პირობითი შეთანხმებით, რაც ნიშნავს, რომ შესწავლის პროცესში მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მოხდა შეთანხმება, აღდგა მომხმარებლის უფლებები, იქნებოდა ეს თანხის დაბრუნება, დაზიანებული ნივთის შეკეთება, გამოცვლა თუ ა.შ. და, რაც მთავარია, მოვაჭრემ შეცვალა თავისი სავაჭრო პირობები და წესები, რამაც მთლიანობაში შექმნა ეს ხარვეზი.