2 წელია, მთავრობის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე, ჩვენი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება არის ღია

2 წელია, მთავრობის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე, ჩვენი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება არის ღია
გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, ყველა აქტი იდება ჩვენს ვებ-გვერდზე, ჩვენი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება არის ღია, გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს აქვს დაკვირვების საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან გაუმჭვირვალენი, რომ სუფთად არ მუშაობენ, ემსახურებიან არა ეროვნულ, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს.
„ათასობით და ათი ათასობით აქტი არის გამოცემული საქართველოს მთავრობის მიერ 2 წლის განმავლობაში. თუ ვინმე რომელიმე აქტში დაინახავს რაიმე თვითნებობას, კორუფციის ნიშნებს ან რაიმე სხვას, შეუძლია, დაინტერესდეს და მოგვმართოს. 2 წელია, მთავრობის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე, ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ვერც ერთი ასეთი საკითხი ვერ დადეს. რატომ? იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ვმუშაობთ სუფთადაც. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან გაუმჭვირვალენი, რომ სუფთად არ მუშაობდნენ, ისინი არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისინი ემსახურებიან უცხო სახელმწიფოების, უცხო ხელისუფლებების და ხანდახან სპეცსამსახურების ინტერესებს, რაც შემაშფოთებელი და სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი მ.
Next: მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ს დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა

ასევე დაგაინტერესებთ

ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით