2 რამ, რისთვისაც დააჯილდოვეს ირაკლი ბერაია – გიორგი ვაშაძე

“ირაკლი ბერაიას დანიშვნა უკავშირდება რომ დააჯილდოვეს ეს ადამიანი რუსული კანონის მხარდაჭერისთვის და ქალების მიმართ ბინძური დამოკიდებულებისთვის,” – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას.
დაზვერვის სამსახური რომ საქართველოს სამსახურში უნდა იდგეს და არა პარტიის სამსახურში და პარტიის ინტერესების გამტარებელი არ უნდა იყოს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, უფრო მეტად პარტიულ ინტერესებს გაატარებენ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები.
შიგნით ერთმანეთს ხოცავენ, ჭამა აქვთ ერთმანეთის, ვინ მეტ ფულს ის – რა თქმა უნდა, იბრძვიან, რომ ერთის კადრმა მეორე ჩაანაცვლოს. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ არასახელმწიფოებრივი და ამორალური ქმედებების გამორჩეული ადამიანების დაწინაურება ხდება ქვეყანაში,“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.