„2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა…“ – რა დეტალებია ცნობილი ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭზე

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.
მე სულ დაგელოდები სამუდამოდ და უსასრულოდ უტი,-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში ნაპოვნი ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის უტა ელი­ა­ვას მეუღლე გვანცა გოროზია.
„ჩემი სულის ნაწილო, ვერ ვსუნთქავ, როგორ მინდა ჩაგეხუტო, რა გავაკეთო, შენთან მინდა”,-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში დაღუპული უტა ელიავას და ანკა ელიავა.
ელიავების ოჯახი დანაა და ისინი ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში ცხოვრობენ.
26 წლის უტა ელიავას 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე, და ანკა ელიავა და მშობლები დარჩა.
ცნო­ბის­თვის, ტრა­გე­დია, ორი დღის წინ, თბი­ლის­ში დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად, მტკვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა ღა­მით, დაახლოებით 1 საათზე მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთი მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.
მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე -მ ერთი პირი და­ა­კა­ვა. უბედური შემთხვევის დროს მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან ერთის ძებნას კვლავ აგრძელებენ მაშველები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს