1972 წლის შემდეგ პირველად აშშ-მ მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

50-წლიანი პაუზის შემდეგ -ს კოსმოსური აპარატი მთვარეზე დაჯდა. ინფორმაციას აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
Your order was delivered… to the Moon! 📦@Int_Machines' uncrewed lunar lander landed at 6:23pm ET (2323 UTC), bringing NASA science to the Moon's surface. These instruments will prepare us for future human exploration of the Moon under #Artemis. pic.twitter.com/sS0poiWxrU— NASA (@NASA) February 22, 2024
“თქვენი შეკვეთა მიტანილია… მთვარეზე”! – წერია NASA-ს პოსტში.
IM-1 მოდელის კოსმოსური აპარატის სახელია ოდისევსი (Odysseus), რომელიც კომპანია Intuitive Machines-ს ეკუთვნის.
ოდისევსი 15 თებერვალს კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon-ის დახმარებით გაუშვეს. მთვარის ზედაპირამდე მისაღწევად საფრენ აპარატს 8 დღე დასჭირდა.
ოდისევსი 1972 წლის შემდეგ პირველი ამერიკული საფრენი აპარატია, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაჯდა. უკანასკნელად ეს მისია აპოლო-17-მა შეასრულა, ხომალდის ბორტზე ასტრონავტებიც იმყოფებოდნენ.
“დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ ამერიკა მთვარეზე დაბრუნდა”. – თქვა NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ