1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა

1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა.
ეს იყო პირველი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 14-17 თებერვალს ჩატარებული საყოველთაო, პირდაპირი ს შედეგად, ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ფოტო; დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრების ფოტო; ასევე საარჩევნო მასალები: საარჩევნო-სააგიტაციო ფურცლები, ქალაქებსა და მაზრებში არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები.
რაც მთავარია, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ამ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, როგორც ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, პირველივე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს, დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი: კონსტანტინე ჯაფარიძე, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სიმონ მდივანი, ქრისტინე შარაშიძე. 1919 წელი
საარჩევნო-სააგიტაციო ფურცელი
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა
საარჩევნო-სააგიტაციო ფურცელი
1919 წელს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული დამოუკიდებლობის აქტი
არჩევნების შედეგები ქალაქებში
საარჩევნო-სააგიტაციო ფურცელი
არჩევნების შედეგები საარჩევნო მაზრებში
📷 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა