19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-8 აპრილს, ბულგარეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს, ლუქსემბურგს და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი)
დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი
(რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (), თამუნა ლონდარიძე (ნორჩები), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი გოგალაძე (კვარტალი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ლიზი კანკია (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო)
მატჩების განრიგი
2 აპრილი | ლუქსემბურგი – საქართველო | 17:00
5 აპრილი | საქართველო – ლიხტენშტაინი | 17:00
8 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი | 17:00
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში