19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში 3-დან 9 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას, ესტონეთს და ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (ნიკე-ლუსო), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო)
დაცვა: თამუნა ლონდარიძე (ნორჩი
დინამო), ნატა კვირკვაია (კოლხეთი ხობი), ლიზი გოგალაძე (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), ნათია ცეცხლაძე (), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), მედეა ძამანაშვილი (რუსთავი)
ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ მამფორია (კვარტალი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ლიზი დარჩიაშვილი (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ კაკულია (დინამო გაგრა), მარიამ ოლქიაშვილი (ნორჩი დინამო), ლიზი ცაავა (მართვე)
მატჩების განრიგი
3 აპრილი | ჩრდ. ირლანდია – საქართველო | 16:00
6 აპრილი | – საქართველო | 16:00
9 აპრილი | საქართველო – ყაზახეთი | 16:00
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ