19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულმა ორმა ახალგაზრდამ საპატიმრო დატოვა

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულმა ორმა ახალგაზრდამ, ცოტა ხნის წინ საპატიმრო დატოვა. ისაკო დევიძესა და დავით წოწორიას წვრილმან ხულიგნობასა და და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
საქალაქო სასამართლომ აქციის მონაწილეებს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პროტესტის ნიშნად დევიძეს იზოლატორში შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გათავისუფლებულებს ადვოკატი და ახლობლები დახვდნენ.