შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებულები 19 და 24 წლის ახალგაზრდები არიან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სწრაფი ჩასარიცხი აპარატები გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ ჯამში 12 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ”, – აცხადებენ უწყებაში.
პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ხელსაწყო, რომელსაც ისინი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გასატეხად იყენებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ელით.




