+18 – “2 თვის გოგონა მოვკალი” – პრაღაში უნივერსიტეტზე თავდამსხმელმა წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა

ჩეხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტზე თავდამსხმელის სახლში აღმოჩენილია წერილი, რომელშიც კიდევ ორი ადამიანის მკვლელობაა აღიარებული.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, პრაღის პოლიციამ თავდამსხმელის, დევიდ კოზაკის სახლში აღმოაჩინა წერილი, რომელშიც აღიარებს, რომ უნივერსიტეტში სროლამდე 6 დღით ადრე, 32 წლის კაცი და 2 თვის გოგონა მოკლა.
“მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ მოვიპოვეთ წერილი, რომელშიც დამნაშავე წერდა, რომ თავდასხმა მან განახორციელა. წერილის დეტალებს მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავასაჯაროებთ”, – განაცხადა პრაღის პოლიციის სპიკერმა.
21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა მოკლა 15, ხოლო დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი.
ჩეხეთში 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია