18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციის დროს, სხვადასხვა არხის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს:
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს”.
„მთავარი არხის” ოპერატორმა გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა. კარლო კაციტაძის უწყების გამომძიებლებს, სერგი ბარამიძემ დეტალურად მოუყვა, თუ როგორ დააკავეს და როგორ იძალადეს მასზე გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა.