18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, წლევანდელი ექვსი ერის ფესტივალის პირველ ტურში მასპინძელ საფრანგეთს 3 ლელო გაუტანა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქემ 49:22 იმარჯვა.
მოთამაშეთა უმრავლესობისთვის, ასევე განახლებული სამწვრთნელო შტაბისთვის, ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა. საწყისმა ნერვიულობამ ჩვენს გუნდს თავისი კვალი დაატყო. 15 წუთის განმავლობაში ხშირად ვჯარიმდებოდით, ბურთს მუდმივად მეტოქე აკონტროლებდა და ორი ლელოს გატანა მოახერხა. პირველ ჯერზე ფრანგებმა მიზანს მოლით უწიეს, მეორედ კი ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და ხელდახელ ლამაზი ლელო გაიტანეს.
ამის შემდეგ ბურთზე კონტროლის დამყარება მოვახერხეთ, ახლა უკვე ფრანგებმა მოუხშირეს ჯარიმებს და ამით მე-14 წუთზე ვისარგებლეთ. მოლის შემდეგ სანდრო გამყრელიძემ შეუტია და მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ერთი ფაზის შემდეგ კი რაქიდან იაგო ღუდუშაურმა შეუტია და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ლუკა ჭაკუამ გარდასახა. 30-ე წუთზე კარის წინ 20 მეტრში ჯარიმა მოვიპოვეთ, ჭაკუამ კარში დარტყმა გადაწყვიტა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა თამაშის განახლებისთანავე მეტოქემ გარდასახული ლელოთი გვიპასუხა – 10:21.
მეორე ტაიმი საქართველომ აქტიურად დაიწყო, მეტოქის 22-ში 6 წუთი გაატარა და ლუკა შულაიამ მოლი საქართველოს მეორე ლელოთი დაასრულა, ჭაკუამ კი გარდასახვით სხვაობა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა. საპასუხოდ მასპინძლებმა ჯარიმის გათამაშების შემდეგ ხელდახელ მაღალ ტემპში შემოგვიტიეს და ის ლელოთი დაასრულეს. 52-ე წუთზე ფრანგებმა ცენტრში გაგვიჭრეს ხაზი და მეხუთე ლელოთი უპირატესობა გაზარდეს.
საათის თავზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა მათი მეექვსე ლელოთი დასრულდა, რაზეც მატჩის მიწურულს მოლით და საბა გოგრიჭიანის ლელოთი ვუპასუხეთ. ატო ლიპარტელიანის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მეტოქემ კი გაწითლებულ დროზე მორიგი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 49:22.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, საქართველოს დროით 15:15 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. ინგლისელები პირველ ტურში ირლანდიასთან 31:36 დამარცხდნენ.
2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი
I რაუნდი. 3 აპრილი. 20:30 საათი
საფრანგეთი. ვიში
საფრანგეთი – საქართველო 49:22 (21:10)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ნიკოლოზ ლაგვილავა, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი, 8. ლუკა მგალობლიშვილი.
მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერაბიშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. გიორგი სუთიაშვილი, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. რეზო ცხვედიანი, 24. გიორგი კუპრეიშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. ლუკა შულაია.
3 აპრილი
იტალია – ესპანეთი 52:33
შოტლანდია – უელსი 15:34
ინგლისი – ირლანდია 31:36
საფრანგეთი – საქართველო22:49
7 აპრილი
იტალია – შოტლანდია
საქართველო – ინგლისი (15:15 საქ. დრო)
უელსი – საფრანგეთი
ესპანეთი – ირლანდია
11 აპრილი
შოტლანდია – საქართველო (13:00 საქ. დრო)
ესპანეთი – უელსი
ინგლისი – იტალია
საფრანგეთი – ირლანდია
Rugby.ge