საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 8 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ თამაშს გამართავს. დურბანვილის უმაღლესი სკოლის მოედანზე საქართველოსა და ინგლისის შეხვედრა საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა უკვე დაასახელა ის 15 მოთამაშე, რომლებიც თამაშს იწყებენ. მათგან 14-მა აპრილში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზეც ითამაშა, ბურჯ საბა მშვილდაძეს კი დებიუტი ექნება.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე გუნდებს 12-12 მოთამაშის შეცვლის უფლება აქვთ. მწვრთნელებს შეუძლიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში უკვე შეცვლილი მოთამაშე მოედანზე კვლავ დააბრუნონ.
საქართველოსა და ინგლისის მატჩამდე 8 აგვისტოს სამხრეთ აფრიკა ა ირლანდიას ეთამაშება, მერე კი სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს ეთამაშება. საქართველო მომდევნო თამაშებს სამხრეთ აფრიკა ა-სა (12 აგვისტო) და ირლანდიის (16 აგვისტო) წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე შარშანაც ითამაშა.
18-წლამდელთა საერთაშორისო სერია
სამხრეთ აფრიკა. დურბანვილის უმაღლესი სკოლა
საქართველო – ინგლისი (15:30 საქ. დრო)
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. ლუკა შულაია (ლელო), 20. ზაზა ლეჟავა (აია); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. მათე მახარაძე (ბათუმი), 23. გოგა ბერიძე (ბათუმი), 24. ტატო ტალახაძე (ლელო), 25. გიორგი მუშკუდიანი (აია), 26. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
20 წ. | ცვლილებები რაზმში
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | უელსთან 8 ცვლილებით
18 წ. | საფრანგეთისა და ექვსი ერისთვის მზადება გრძელდება
18 წ. | დემეტრე დევდარიანი – ინგლისური გამოცდილებით საფრანგეთთან და ექვსი ერის ფესტივალზე
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალზე იტალიასთან, უელსთან და ირლანდიასთან
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
