18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის ფარგლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე თამაში გამართა და მასპინძლებმა 57:19 გაიმარჯვეს.
ინგლისთან ისტორიული მოგების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. სამხრეთ აფრიკა ა ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და პირველსავე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.
მეტოქე მე-5 წუთზე დაწინაურდა, როდესაც მოლით დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ლელო გაიტანა. საქართველომ მე-11 წუთზე უპასუხა, როდესაც კარის წინიდან ჯარიმა არ დაარტყა, 5-მეტრიანი დერეფნიდან საპასუხო მოლი ააგორა და ის გოჩა ფიცხელაურის ლელოთი დასრულდა. თამაში რომ განახლდა დავით არობელიძემ ჩვენს 22-ში მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დაახლოებით 80 მეტრი ირბინა, მაგრამ მცველი მას ლელოს სიახლოვეს წამოეწია და დაწინაურების შესაძლებლობა არ მოგვცა.
ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკა ა სრულად დაეუფლა ინიციატივას, შესვენებამდე 4 ლელო გაიტანა და ტაიმი 31:5 მოიგო.
საქართველომ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და გაბრიელ რაზმაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, ლევან ბუცხრიკიძემ კი გარდასახა. მასპინძლებმა ლელოთი მალევე გვიპასუხეს, 57-ე წუთზე კი 5-მეტრიანში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გიორგი ბერძენიშვილმა კიდევ ერთი ძალისმიერი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ბოლო სიტყვა კვლავ სამხრეთ აფრიკის იყო, რომელმაც მორიგი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:57.
საქართველო სამხრეთ აფრიკაში მესამე, დასკვნით თამაშს 16 აგვისტოს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ის ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.
18-წლამდელთა საერთაშორისო სერია
სამხრეთ აფრიკა. ბოლანდ ლანდბაუ
საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა 19:57 (5:31)
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. გიორგი მუშკუდიანი (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. გოგა ბერიძე (), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. მათე მახარაძე (ბათუმი), 9. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები);
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 3. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები, კაპ.), 7. ზაზა ლეჟავა (აია), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მარქაფა: 16. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 19. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 23. ივა კვირიაშვილი (ლელო), 24. დემეტრე დევდარიანი (ლელო), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26 გიორგი არძენაძე (ბათუმი).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge
U18. სენსაცია – საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | უელსთან 8 ცვლილებით
U18. სენსაცია – საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | დემეტრე დევდარიანი – ინგლისური გამოცდილებით საფრანგეთთან და ექვსი ერის ფესტივალზე
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება