საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 16 აგვისტოს 15:30 საათზე (საქ. დრო) ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
ეს იქნება სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის დასკვნითი შეხვედრა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველ თამაშში ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (35:31), მეორე კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 19:57 დათმეს.
ირლანდიასთან მატჩისთვის ამონაშვილმა თითქმის ისეთივე დამწყები შემადგენლობა შეარჩია, როგორითაც ინგლისთან თამაში დაიწყო. ცვლილება მხოლოდ ერთია – ბურჯად პირველივე წუთებიდან მოედანზე ნიკოლოზ ბალანჩივაძე გავა. სასტარტოში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ ფულბეკი დავით არობელიძე, ცენტრი დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე, მესამეხაზელი გიორგი ზაზაძე და მეორე ხაზის წყვილი – ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.
საქართველო (18წ.) წელს ერთხელ უკვე ეთამაშა ირლანდიას და 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე სამი ლელო გაუტანა, თუმცა დრამატული შეხვედრა 21:26 დათმო.
18-წლამდელთა საერთაშორისო სერია
სამხრეთ აფრიკა. პაარლი.15:30 საქ. დრო
საქართველო – ირლანდია
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. გოგა ბერიძე (ბათუმი), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26. ზაზა ლეჟავა (აია).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
U18. სენსაცია – საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | უელსთან 8 ცვლილებით
U18. სენსაცია – საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
