18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, 2026 წლის ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით შეხვედრას 11 აპრილს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. საფრანგეთის ქალაქ ვიშში მატჩი საქართველოს დროით 13 საათზე დაიწყება.
გუნდები ფესტივალზე პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. საქართველო პირველ ტურში მასპინძელ საფრანგეთს 22:49 ჩამორჩა, ინგლისთან კი გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა – 31:35. თავის მხრივ, შოტლანდია პირველ ტურში უელსთან 15:34 დამარცხდა, იტალიას კი 4 ქულით ჩამორჩა – 19:23.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისთან მატჩის შემდეგ გუნდის დამწყებ შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად განხორციელდა. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს რეზი ცხვედიანმა, ბართლომე ხამაშურიძემ, საბა ჯინჭველაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მათე ბერუაშვილმა. ბერუაშვილი და ჯინჭველაშვილი ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ხამაშურიძემ კი, რომელმაც ინგლისთან თამაში ცენტრში დაიწყო, ამჯერად ფრთაზე გადაინაცვლა.
ფესტივალზე ცვლილებები ულიმიტოა და თამაშის შესაძლებლობა განაცხადში მყოფ 26-ივე მოთამაშეს მიეცემა. შეგახსენებთ, ჩვენი 18-წლამდელები შოტლანდიელ თანატოლებს 2024 წლის ფესტივალზე, სადებიუტო მატჩში შეხვდნენ და მაშინ მეტოქემ 22:14 გაიმარჯვა.
2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი
III რაუნდი. 11 აპრილი. 13:00 საქ. დრო
საფრანგეთი. ვიში
საქართველო – შოტლანდია
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ბართლომე ხამაშურიძე, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. ნიკოლოზ ხარებავა, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. ნიკოლოზ ლაგვილავა, 24. გოგა ბერიძე, 25. გიორგი კუპრეიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.
11 აპრილი
შოტლანდია – საქართველო (13:00 საქ. დრო)
ესპანეთი – უელსი
ინგლისი – იტალია
საფრანგეთი – ირლანდია
Rugby.ge