18 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს პატიმრობა შეეფარდა

36 წლის ივანე გიგლემიანს, რომელსაც 18 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობაში რჩება რაჯი პაკელიანიც – მას აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
მათთვის აღკვეთოს ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13 მაისს იმსჯელეს.
პროკურორმა გია შაიშმელაშვილი მათ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, ადვოკატები, გიორგი ბარდაველიძე [გიგლემიანის ადვოკატი], ლევან სეფიაშვილი და დიმიტრი მჭედლიშვილი [პაკელიანის ადვოკატები] კი – გათავისუფლებას. თავად ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
გია შაიშმელაშვილმა სასამართლოს წარუდგინა ივანე გიგლემიანის ნასამართლობის ცნობა, რომლის მიხევდითაც ის წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. მათ შორის, ერთხელ – მკვლელობისთვის. პროკურორის ინფორმაციით, გიგლემიანი პირველად 2017 წელს გათავისუფლდა ციხიდან, მეორედ – 2023 წელს.
“ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან შეიძლება ჩაიდინოს ახალი დანაშაული” – განაცხადა პროკურორმა და თქვა, რომ ის საუბრობს არა რისკებზე, არამედ წარსულ გამოცდილებაზე, როცა ერთხელ ჩადენილი დანაშაულის და სასჯელის მოხდენის შემდეგ ბრალდებულმა კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენა.
იმავეს ასაბუთებდა პროკურორი მიმალვის საფრთხეზე მსჯელობისას. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ თბილისში, 18 წლის ახალგაზრდისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ გიგლემიანი გაიქცა და მას პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, თეთრიწყაროში მიაკვლია.
“მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე უკვე რეალიზებულია” – განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა გიგლემიანის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების რისკებზე.
ბრალდების მიხედვით, ინავე გიგლემიანმა 13 მაისს, გამთენიისას, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, “რატის ბარში” 18 წლის ალექსანდრე შაკიაშვილი ბარის უკანა სივრცეში ძალით შეიყვანა და მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული მჭრელი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენა. ბრალდების მიხევდით, მან ეს კონკრეტული მოტივისა და საბაბის გარეშე განიზრახა. ამის შემდგე, ის დაბრუნდა ბარის ძირითად სივრცეში და რაჯი პაკელიანს უთხრა იმის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. საბოლოოდ, ორივე მათგანი ადგილიდან მიიმალა. 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალიდ დამრტკიცების შემთხვევაში ივანე გიგლემიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება, ხოლო რაჯი პაკელიანს – 3-დან 7 წლამდე.
ამავე თემაზე:
· ბარში, 18 წლის ბიჭი მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დავაკავეთ – შსს