დმანისში მომხდარი მკვლელობას წინ კონფლიქტები უძღოდა, ტვ პირველის ინფორმაციით, ბოლო კონფლიქტი სკოლაში დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება პირველად სკოლის მოსწავლეებს შორის მაშინ მოხდა, როდესაც მათ სკოლის ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ბრალდებულის დედა გუსეინოვებთან გაფრთხილების მიზნით მივიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მისი შვილი 18 წლის ბიჭს მოკვლით ემუქრებოდა.
“ბრალდებულის ოჯახი ფულს აპროცენტებდა, ამაზე ხუმრობით დაიწყო ყველაფერი. დედამისი ამბობდა, რომ ჩემი ბიჭი ძალიან ნერვიულია, სახლიდან არ გაუშვათ თქვენი შვილის მოკვლას აპირებსო” – აღნიშნა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
ადგილობრივები “პირველებთან” ამბობენ, რომ დღის ბოლოს, 15 წლის მოზარდმა ელვინ გუსეინოვს დაურეკა და სახლიდან გამოსვლა სთხოვა. ბრალდებულმა თანმხლები პირების თვალწინ გარდაცვლილ ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. თუმცა, მოკლულის დედა და ახლობლები ამბობენ იმასაც, რომ თანმხლები პირები აკავებდნენ 18 წლის ბიჭს, როცა მას კლავდნენ.
მედია, ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ორი თვის წინ დაიწყო. ბრალდებულის დედა კი ამავე სკოლის მასწავლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი კარგა ხანია მიმდინარეობს, სკოლა ამტკიცებს, რომ არ აქვს დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია.
წყარო – ტვ პირველი