39
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
სუს-იდან დაურეკეს ერთ-ერთ მეუფეს: ცოტა ხმამაღლა და გასაგებად ისაუბრეთ – მოსმენა და გაშიფვრა რომ შევძლოთო.
ხუმრობა იქეთ იყოს და ნახეთ დღეს რა ხდება: ყველა ეპისკოპოსი გაძლიერებულ მოსმენაზე დასვეს. ყველა სასულიერი პირს, ვინც მათთან თანამშრომლობს, დაავალეს საკუთარ ეპარქიებში განწყობებს შესწავლა და განსაკუთრებით, ეპისკოპოსების პოზიციების გარკვევა.
მიმდინარეობს პირადი საქმეების დამუშავება და არსებული კომპრომატების წონის განსაზღვრა.
ამავდროულად – “ოცნებაში” ვისაც არ ეზარება – ხმებს ითვლის. პარლამენტის ცალკეულ წევრებს დაავალეს მოიკითხონ მათთვის ნაცნობი მღვდელმთავრები და აღადგინონ გავლენები მათთან.
ხმებს ითვლიან პროპაგანდისტებიც. ზარები არ წყდება საპატრიარქოსთან დაახლოვებულ პირებთან.
როგორც წყარომ საპატრიარქოდან მაცნობა…. მოსაყდრე უცხოეთიდან შემოსულ ზარებზე ხომ არ ეტყვის მრევლს რამეს და მის პასუხსაც ხომ
არ ამცნობს კითხვაზე: Каков баланс сил на сегодня?
მოკლედ – ესენი დახოცავენ ერთმანეთს :)) არც ის გამიკვირდება – “ვიღაცას” რეალურად რომ “უმტყუნოს” გულმა….
ამ, 18 საათში იმდენი რამ მოხდა… და ეს მხოლოდ პირველი კადრებია…. ნუ კადრებაც…


