[17:00] შეწყალების აქტი არ გამოქვეყნებულა

ყაველაშვილს შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოუცია და არ გადაუგზავნია პენიტენციურ დაწესებულებებში იმ პატიმრების სია, ვინც შეიწყალა.

შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია,  რამდენი მსჯავრდებული დატოვებს დღეს საპატიმროს.

8 საათზე მეტია, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გლდანის ციხესთან დგანან და ელოდებიან, მოხვდება თუ არა პროევროპულ აქციაზე დაკავებული რომელიმე პირი.

ცხადია, ყველამ ვიცით, რომ ყაველაშვილი არც გადაწყვეტილებას იღებს და საერთოდ, მას არც არავინ არაფერს ეკითხება. აქ მოსული ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენთვის ყველა დღე და დღესასწაული აპტიმრების ფიქრის დღეა და ნათლისღების დღესასწაული, რომელიც ნათელთან და სინათლესთანაა დაკავშირებული. …[]ჩვენი ნათელი ადამიანები, სინათლის და მზის სხივები, ამ დაწესებულებაში არიან შეპყრობილები და მე მათ მშობლებთან მხარდასაჭერად მოვედი, – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო