17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას ავსტრიაც შეუერთდა

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ავსტრია შეუერთდა იმ 17 ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებს შეეხება.
განცხადებაში ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს და ახლა უკვე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად გმობენ „ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს“ და აცხადებენ, რომ ამ ქმედებების მიზანი „ოპოზიციის ჩახშობაა ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”