17-მდე გაიზარდა ჩერნიგოვში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე ს საჰაერო თავდასხმის შედეგად.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ თავდასხმის აცილება შეუძლებელი იყო, რადგან ს არ აქვს „საკმარისი“ ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები მოკავშირეთა, განსაკუთრებით -ის მიერ მოწოდების შემცირების გამო.
აშშ-ში ჩიხში შევიდა უკრაინისთვის 62 მილიარდ დოლარიანი პაკეტის გამოყოფა სამხედრო დახმარებისთვის.
ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა დაიწყო მას მერე, რაც 8:50 წუთზე გამოცხადდა საჰაერო განგაში.
17 დაღუპულიდან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 60-მდე ადამიანი დაშავდა. ჩაუსის თანახმად, სამი რაკეტა დაეცა ქალაქის ცენტრში, სადაც დააზიანა 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საავადმყოფო.