166 615 -ით ნაკლები – რამდენი ხმა აიღო ოცნებამ რეალურად? – რა ჩანაწერი ვრცელდება მედიაში

ტვ პირველის ინფორმაციით, მათ მოიპოვს ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მმართველი პარტიის ე.წ. კაპიტნებს, ქართული ოცნების საარჩევნო გენშტაბიდან, ს მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, ზუსტად დღის 12:00 საათზე მიუვიდათ.
მედიის ცნობით, ჩანაწერებში, ადამიანი, რომელმაც “ოცნების” კაპიტნები, ქოლ-ცენტრებში გაწეული სამუშაოს გამო შეაქო და პარტიის ლიდერების მადლიერება გადასცა, ბენედიქტე გეგეჭკორია.
ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის მომენტში, არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილი იყო და ს ვებგვერდზე, კალანდარიშვილს უკვე ეწერა, რომ მმართველმა პარტიამ, ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს მხარდაჭერა ციფრებში 1 120 011 – ხმით გამოსახეს. არადა, გეგეჭკორი, აუდიო ფაილში გარკვევით ასახელებს ციფრს – 953 336-ს, რომელიც კაპიტნების მუშაობის შედეგად, ივანიშვილის პარტიამ შეაგროვა და რომელიც ცესკოს ოფიციალური მონაცემისგან 166 615 -ით განსხვავდება. ეს სხვაობა დაახლოებით 7%-ს უდრის და გამოდის, რომ არსებულ პოლიტიკურ სურათს, სრულად აყირავებს.
მმართველი პარტიის გენერალურ მდივანთან მისულ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტს კი მშვიდად უყურებდა.
· “შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ სათვალიანი და წვერიანი ახალგაზრდა, გიორგი გერგედავა, მეტსახელად “გამერაა”. პირი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გერმანიიდან გლდანში, ცოტა ხნის წინ, წინასაარჩევნო პერიოდში დაბრუნდა.
ჩანაწერების მიხედვით, ქოლ-ცენტრებში დასაქმებულ ადამინებს ანაზღაურებას “ქართული ოცნება” ხელზე უხდიდა.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო