“მე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი. 16 წლის ვიყავი ფორმა რომ ჩავიცვი”- ამ სიტყვებით მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა იური ლომიძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.
ლომიძის სიტყვას სასამართლოდან მარიკა არევაძე ავრცელებს.
ფორმა გავიხადე, რადგან მინდოდა მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში…. აქციაზეც არაერთ ადამიანს დავეხმარე, პოლიციელსაც რომელიც გამოვიყვანე და სპეცრაზმს ჩავაბარე” – თქვა დაკავებულმა.
პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული 5 პირიდან ოთხისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, მარიამ მეყანწიშვილისთვის კი 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
