16 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ 51 წლის კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენამდე, 51 წლის კაცს ინტერესების დამცველი მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს.
როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია.
“საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე დამეწერა ახლა. შესაბამისად, ბრალის წარდგენის დროს გადმომეცემა სრულად საქმის მასალები და სხვა დეტალების საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოგაწვდით. ბრალის წარდგენის დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვნახავ, გავესაუბრები, შევათანხმებ პოზიციებს,“ – აცხადებს ადვოკატი, მარიამ ინდუაშვილი.
საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. სოციალური მუშაკები 16 წლის ბიჭს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა