16 ქვეყნის 90 სპორტსმენი ბაკურიანში – ზამთრის კურორტი, უკვე მეორე წელია, ზამთრის სახეობების ელიტარულ შეჯიბრებებს მასპინძლობს

16 ქვეყნის 90 სპორტსმენი კვლავ ბაკურიანში შეიკრიბა. ზამთრის კურორტი, ზედიზედ უკვე მეორე წელია, ზამთრის სახეობების ელიტარულ შეჯიბრებებს მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო თასის გათამაშება მოგულის დისციპლინაში, რომელიც ზამთრის სახეობებში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახეობად ითვლება, ბაკურიანში ხვალ დაიწყება.
კოხტას მთაზე მსოფლიო თასის ჩასატარებლად უკვე ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა. მოგულის დისციპლინაში მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გრძელმა ტრასამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. თავად მოგული თავისუფალი სტილის სათხილამურო შეჯიბრია, რომლის დროსაც სპორტსმენს ციცაბო წინააღმდეგობების გადალახვა და სწრაფი ტექნიკური მოსახვევების გაკეთება უწევს.
მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლობისთვის, ბაკურიანთან ერთად, მთელი სეზონის განმავლობაში, გუდაურიც ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ

საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ

პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო აშშ-ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა