16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს – გეოლოგების დასკვნა უდეში მეწყრულ პროცესებზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები ცნობილია.
დასკვნის მიხედვით, უდეში, ე.წ. “პირდაპირების” დასახლებაში, სტიქიურად მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა წვიმის სახით და მაღალი ტემპერატურის პირობებში თოვლის ინტენსიურმა დნობამ, უდის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.
სპეციალისტებმა, სტიქიის ზონაში მყოფი 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს. რომელთაგანაც 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს.
მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე უკვე გაიყვანეს, ხოლო კიდევ 3 ოჯახას ალტერნატიული საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, 2 ოჯახი კი სახლის დატოვებაზე უარს აცხადებს.
“ადიგენის მერიამ საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაუყოვნებლივ უზრუნველყო, კიდევ 3 ოჯახს მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც შეეხება დარჩენილ 2 ოჯახს, ისინი ამ ეტაპზე უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის დატოვებაზე. რაც შეეხება დარჩენილ 8 სახლს, ოჯახები ადგილზე არ იმყოფებიან და ყველა მათგანი დაკეტილია.
გეოლოგებმა აქტიურ მეწყრულ არეალში მდებარე სხვადასხვა ლოკაციებიც დაათვალიერეს, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაიცა.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: “მეწყრული პროცესების ამჟამინდელ არეალთან ყველაზე ახლოს 8 ოჯახი იმყოფება, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ახლად გააქტიურებული მეწყრის მიერ გამოწვეული დეფორმაციები დღეისთვის არ შეიმჩნევა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ