დღეს, 16 ივნისს, რაჭაში, ონის რაიონთან 4 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 17:16 საათზე ონთან მოხდა და 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
შემდეგი 19:42 საათზე ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა და ის 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
ზედიზედ მესამე მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 საათზე, ონთან, 19:42 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 4.4 (ML).
ბოლო, მეოთხე მიწისძვრა თბილისის დროით 20:08 საათზე იმავე ეპიცენტრულ ზონაში მოხდა და ის 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.