16 ივლისიდან ლატვიაში ბელარუსულნომრიანი ავტომობილების შესვლა იკრძალება

ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მიხედვით, 16 ივლისიდან ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილები ლატვიაში ვეღარ შევლენ.
გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ სა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირის კანონების თანახმად იქნა მიღებული.
რამდენიმე თვის წინ, ლატვიამ და კიდევ რამდენიმე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირში შესვლა აკრძალეს.