15-19 სექტემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს დეველოპერების გუნდი, ჰონგ-კონგში, საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში მიიღებს მონაწილეობას

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 15-19 სექტემბერს, ბიუროს დეველოპერების გუნდი საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჰონგ-კონგში (ჩინეთში) გაიმართება.
მათივე ცნობით, ფინალში ანტიკორუფციული ბიუროს გუნდი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მექანიზმს (Barometer) წარადგენს, რაც მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციის ხელშეწყობას დიგიტალიზაციის გზით.
„პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი (UNODC), ჰონგ-კონგის (ჩინეთი) კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი კომისია და ანტიკორუფციული უწყებების საერთაშორისო ასოციაცია (IAACA)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.