15 ნოემბერს დაბადებულები – ჰოროსკოპი, დახასიათება, ჯანმრთელობა, რჩევა

მორიელები, ზოგადად, ძალზე ემოციური არიან – პირველ რიგში, ისინი წუთიერი სურვილებით ხელმძღვანელობენ და გონებას ივიწყებენ. გრძნობითი განცდები მათი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ისინი არ პატიობენ ღალატს.
ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.
ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი.
15 ნოემბერს დაბადებულები
15 ნოემბერს ერთი შეხედვით მხიარული, თავაზიანი და მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. ისინი წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებები არია, ახასიათებთ სიხისტე და ერთგვარი სიუხეშე.
ამ თვისებებს პირველივე შეხვედრაზე ვერ გამოიცნობთ. საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვა მათ დიდხანს შეუძლიათ და თან – გაუაზრებლად. ისინი თავაზიანი და კეთილმოსურნე არიან მანამდე, სანამ ყველაფერი მათი გეგმის, სცენარის მიხედვით ვითარდება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები შეიძლება ჰუმანისტი იყვნენ, რომლებიც მზად არიან საზოგადოების დახმარებისთვის, და ასევე შურისმაძიებლები გახდნენ დამსჯელის ფუნქციით.
15 ნოემბერს დაბადებული მორიელები ძლიერი და ცბიერი არიან. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მორიელებს ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უყვართ. მათ შეუძლიათ ახლობელი ადამიანიც კი ამოშალონ თავიანთი ცხოვრებიდან, თუ მსოფლაღქმაში პრინციპული განსხვავებები აქვთ.
ამ დღეს დაბადებულები ძალზე ანგარიშიანი არიან. შეუძლიათ, გადამწყვეტი მოქმედებისთვის შესაფერის მომენტს დიდხანს ელოდონ. მათი თავდასხმა ელვისებრი იქნება. როცა მიზანს მიაღწევს, შემდეგ უკვე მიზანზე გადაერთვებიან.
მათი საქმიანობა დანაღმულ ველს ჰგავს. როდესაც სირთულეებს ლახავენ, უფრო ძლიერი, ამტანი, გავლენიანი და გამოცდილი ხდებიან. ასეთი თვისებები კი მნიშვნელოვანია როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელისთვის.
ჯანმრთელობა
მორიელების მთავარი მტერი სტრესია. 15 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ვარდებიან სტრესულ სიტუაციებში. ამის მიზეზია ემოციური თავშეუკავებლობა. დესტრუქციული მდგომარეობა, ეჭვიანობა, მრისხანება და ა. შ. ზრდის ნერვულ დაძაბულობას და ამცირებს მენტალურ კონცენტრირებას. ამ ფონზე ვითარდება სხვადასხვა დაავადება. ისინი თვითონვე ხდებიან საკუთარი თავის მტერი. ამ ადამიანებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უმოძრაოდ ყოფნა. უნდა დაიტვირთონ თავი ფიზიკურად და გააკონტროლონ ემოციები.
რჩევა
მორიელის უმთავრესი იარაღი შურისძიების მუქარაა. მაგრამ არ ღირს ამის ბოროტად გამოყენება. შურისძიება არაა საუკეთესო და საამაყო თვისება. ნებისმიერი სახის მუქარა – ეს ფსიქოლოგიური სტრესია.
მნიშვნელოვანი წლები
15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას – ამ არჩევანმა წერტილი უნდა დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

ნათია მეზვრიშვილი – ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება – ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა