აუდიტორულმა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიამ,BDO-მ, წლიური შედეგები გაასაჯაროვა.
აღმოჩნდა, რომ 2024 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფინანსური წლისათვის BDO-ს გლობალურმა კომბინირებულმა შემოსავალმა 15 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-იან ზრდას ნიშნავს.
კომპანიას შემოსავლის ზრდა ჰქონდა ყველა რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (EMEA), ამერიკა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი).
მაღალი შედეგები იყო განვითარებულ ბაზრებზე (საფრანგეთი +22%) და მზარდ ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი (+26%) და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
„რთული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს თანამშრომლებსა და ტექნოლოგიებში, იმისთვის, რომ მუდმივად მოვერგოთ და ვუპასუხოთ ჩვენი კლიენტების ცვალებად საჭიროებებს. ჩვენი მულტიდისციპლინარული მიდგომა, ხარისხის, პატიოსნებისა და თანამშრომლობისადმი ერთგულება და საერთო გლობალური ხედვა არის ის ფაქტორები, რომელზე დაყრდნობითაც ვაგრძელებთ საერთაშორისო ბიზნესის შთამბეჭდავ ზრდას, კლიენტებისთვის კი მდგრადი ღირებულების შექმნას”,- განაცხადა BDO-ს გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პატ კრემერმა.
ცნობისთვის, BDO გლობალურ ბაზარზე 166 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, 119 000-ზე მეტი თანამშრომლითაა წარმოდგენილი.
შემოსავლის ზრდის დინამიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: