15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

♈ ვერძი
დღეს სიფრთხილე გმართებთ, შესაძლებელია გამომჟღავნდეს წარსულში წარმატებით დაფარული შეცდომა ან არასწორი ინფორმაცია, რაც შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ იზრდება კონფლიქტების ალბათობა, რომელთა თავიდან აცილება მოთმინების წყალობით შეგეძლებათ.
♉ კურო
შესაძლოა, შანსი გაგიჩნდეთ სარფიანად დააბანდოთ ფული პერსპექტიულ საქმეში, მაგრამ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან არის თაღლითობისა და მოტყუების ალბათობაც.
♊ ტყუპები
შეეცადეთ, ბიზნესსა და, ზოგადად, ნებისმიერ საქმეში გამოიყენოთ მხოლოდ ის რესურსები, რომელსაც თავად განაგებთ. ეს თქვენთვის კარგ სარგებელს მოიტანს; შეგიძლიათ, ზომიერების ფარგლებში გარისკოთ კიდეც.
♋ კირჩხიბი
ნუ იზარმაცებთ და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ საქმეები თავისთავად მოგვარდება. მოიკრიბეთ ნებისყოფა და საქმეს შეუდექით. ამოქმედდით, დაიწყეთ პროცესი და ფეხი აუწყვეთ დროის მოთხოვნებს.
♌ ლომი
შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი საქმიანობის გადადება და მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ტყუილად ნუ შეეცდებით განზე გადგომას; ახლა ახალი კონტაქტებისთვის კარგი დროა.
♍ ქალწული
მძაფრი სურვილი, თუ მცდელობა სხვას დაეხმაროთ, არაფერს მოგიტანთ და საერთოდაც არავინ დაგიფასებთ. დღეს გონივრული იქნება, ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია და დაზოგოთ ნერვები.
♎ სასწორი
სასურველია, მოუსმინოთ სხვებს, მაგრამ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებთ მათ რჩევებს. შეადარეთ მათი ნათქვამი და თქვენი შეხედულებები და თვითონვე დაინახავთ საკუთარი აზრის უპირატესობას.
♏ მორიელი
დიდი გულისყურით მოეკიდეთ საქმიან ქაღალდებსა და დოკუმენტებს. შესაძლოა, იპოვოთ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს საქმიანობას სრულიად შეცვლის — რასაკვირველია, უკეთესობისაკენ.
♐ მშვილდოსანი
გულში ნუ დაიტოვებთ სათქმელს და თქვით პირდაპირ, ხმამაღლა და გასაგონად, რას ითხოვთ ადამიანებისგან. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, დაიცვათ საკუთარი უფლებები, პოზიციები და ინტერესები.
♑ თხის რქა
არის ალბათობა, გამწვავდეს იურიდიული საკითხები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მიზნებს. თუ საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით სირთულეებს, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.
♒ მერწყული
მოიცილეთ აბეზარი ფიქრები და ნეგატიური განწყობა. ნუ კვებავთ ეჭვებითა და წყენით თქვენს ემოციებს. ნუ ჩაიკეტებით; მიმოიხედეთ და გარშემომყოფებში გულწრფელ, საინტერესო ადამიანებს აღმოაჩენთ.
♓ თევზები
შეეცადეთ, სწორი სტრატეგიით გაწეროთ ყოველი დეტალი საბოლოო შედეგამდე. ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან შეხედეთ, რას მოგიტანთ თქვენი გეგმის განხორციელება და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.