15 დეკემბრამდე ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს და სირთულეები შეუქმნას ქვეყანას – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, 15 დეკემბრამდე ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელის შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და სირთულეები შეუქმნას ქვეყანას.
მისი თქმით, დესტრუქციის და საბოტაჟის სტრატეგია ოპოზიციის მხრიდან, მომავალშიც მოსალოდნელია.
“წინა საარჩევნო პერიოდში ისაუბრებენ ყველაფერზე, გამოიყენებენ სიტყვა – დათქმას, გამოიყენებენ პირობას და ეცდებიან, რომ 15 დეკემბრამდე, იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის სტრატეგიული ამოცანა და მის უკან იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი არ იყვნენ ჩართულები გეგმის შემუშავებაში, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილი მიზეზია, რომელიც მათ არასდროს არ გამოელევათ. ვფიქრობ, მომავალშიც იქნება დესტრუქციული საბოტაჟის სტრატეგია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით