$148-მილიონიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ჯულიანი ამტკიცებს, რომ ის მანამდე გაკოტრდა

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ, გაკოტრების შესახებ განაცხადი გააკეთა. ამას წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას ჯორჯიის შტატის საარჩევნო უწყების თანამშრომლებისთვის, 148 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ დავა მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ს დამარცხების შემდეგ, ჯორჯიის შტატის საარჩევნო ორგანოს თანამშრომლების მიმართ, თაღლითობის შესახებ ცრუ ბრალდებები გამოთქვა. ამ ფაქტს შემდგომში მომჩივანის მიმართ დევნა და მუქარები მოჰყვა.
განაცხადის მიხედვით, ჯულიანის, რომელსაც 2001 წელის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ნიუ-იორკის მერიის მართვის გამო „ამერიკის მერიც“ კი უწოდეს, ფინანსური პრობლემები, -ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატად საქმიანობის პერიოდში შეექმნა. ამასთან, მის წინააღმდეგ, ჯორჯიის შტატში, სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.

ნიუ-იორკში, გაკოტრების სასამართლოში დოკუმენტების წარდგენისას, ჯულიანიმ განაცხადა, რომ $100 მილიონიდან $500 მილიონამდე ოდენობის ვალდებულებები აქვს, მისი აქტივები კი $1-დან $10 მილიონამდეა. რუდი ჯულიანის პრესსპიკერმა თქვა, რომ გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთება, მას მისცემს დროს, გაასაჩივროს დაკისრებული $148 მილიონიანი ჯარიმა. ამასთან, ის შეძლებს უზრუნველყოს, სხვა კრედიტორების მიმართ სამართლიანი მოპყრობა.

არავის შეეძლო გონივრულად ჩაეთვალა, რომ მერი რუდი ჯულიანი, ამხელა სადამსჯელო თანხის გადახდას შეძლებდა“, – თქვა ჯულიანის სპიკერმა, ტედ გუდმანმა.

გაკოტრების პროცესის წამოწყებით, შეერთებული შტატების კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, შეუძლიათ თავიანთი ვალების ჩამოწერა, ან რეორგანიზების საშუალების მოპოვება. რუდი ჯულიანის შემთხვევაში, გაკოტრების შესახებ განაცხადი, მის წინააღმდეგ არსებულ ყველა სამოქალაქო დავას შეაჩერებს.

თუმცა, მან შესაძლოა თავი ვერ აარიდოს, დაკისრებული 140-მილიონიანი გადასახადის გადახდას. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არ შეიძლება ცილისწამების გამო დაკისრებული ჯარიმების გაუქმება, თუ ის „განზრახ და მავნე“ ქმედებებშია ჩართული.

მას შემდეგ, რაც რუდი ჯულიანიმ, ორ საარჩევნო მოხელეს, ვანდირა „შაი“ მოსის და მის დედას, რუდი ფრიმანს, ცრუ ბრალდებები წაუყენა, თითქოს, ისინი არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართულნი, დედა-შვილი დიდი რაოდენობით მუქარას იღებს.
ჯულიანიმ ეს ბრალდებები 15 დეკემბრის განაჩენის შემდეგაც გაიმეორა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სასამართლოში აღიარა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლური იყო. ბრალდებების გამეორების შემდეგ, ორივე საარჩევნო მოხელემ, მეორე სასამართლოში მეორე სარჩელი შეიტანა.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ჯულიანიმ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაკისრებული ჯარიმის ორი საარჩევნო მოხელისთვის გადახდა. მოსამართლემ ასევე თქვა, რომ არსებობს რისკი, ჯულიანი საკუთარი აქტივების დამალვას შეეცადოს. საარჩევნო მოხელეების ადვოკატი აცხადებს, რომ გაკოტრების საქმე მას არ მისცემს დაკისრებული გადასახადისგან თავის არიდების საშუალებას.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ჟურნალმა „თაიმმა“, ჯულიანი წლის ადამიანად დაასახელა. ამის შემდეგ, 2008 წელს, მისი მცდელობა, პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია მოეპოვებინა, წარუმატებლად დასრულდა.

როგორც დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი, ის ხელმძღვანელობდა ძალისხმევას, 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, თანამდებობა შეენარჩუნებინა. ამას, არჩევნების შედეგების გასაჩივრებით და ცრუ მტკიცებით ცდილობდა იმის შესახებ, რომ თითქოს მას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდა.

ასევე დაგაინტერესებთ