14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე – სასამართლომ დახურულ პროცესზე მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის მამაკაცის ეპიზოდი განიხილა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის – არასრულწლოვანის დედაც, თუმცა დღეს სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის მამაკაცის ეპიზოდი განიხილა.
პროცესზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, სხდომა დახურული იყო.
გამოძიების ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც გოგონა, რამდენიმე თვით ადრე, იძულებითი ქორწინების მიზნით, მოიტაცა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი