14 ქულა და გამარჯვება “ბურგოსთან” | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

გიორგი შერმადინი რეკორდების გზას წარმატებით მიუყვება. თან ისე, რომ მისი გუნდი თამაშს თამაშზე იგებს. იშვიათად, რომ წააგოს. ამაზე კარგი კარიერის დაისზე მყოფი კალათბურთელისთვის არაფერია. ჰოდა, შერმადინიც მხნედაა და ყოველ თამაშზე მაქსიმუმს აკეთებს, რითაც მისი გუნდი ხეირობს, ქართველი ცენტრის რეკორდების სია კი ივსება.
ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება გახლდათ “ტენერიფეს” ბოლო მატჩი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით შინ ბურგოსთან გამართა. მატჩის წინ ქართველი ცენტრი ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დააჯილდოვეს, ხოლო შეხვედრა “ტენერიფემ” ბრძოლაში – 101:97 მოიგო და შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ მატჩში გიორგიმ გადააბიჯა კიდევ ერთ სოლიდურ ნიშნულს – მისმა ქულათა მონაგარმა “ტენერიფეს” მაისურით 3005 შეადგინა, რაც მხოლოდ 186 ერთეულით ნაკლებია კლუბის ყველა დროის ბომბარდირის, ხერმან გონსალესის შედეგზე.
ამ რეკორდის მოხსნა შერმადინისთვის დროის ამბავია და ამ სეზონში, ჯანმრთელობამ თუ ხელი არ შეუშალა, აუცილებლად გააუმჯობესებს. “ბურგოსის” წინააღმდეგ გიორგიმ მოედანზე 24:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს მარსელინო უერტასმა ულიდერა. მან შეხვედრა 28 ქულით, 2 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.
გიორგი შერმადინის გუნდმა მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი მოიგო და ლიგა ენდესას ცხრილში მეორე ადგილზეა. “ტენერიფე” მომდევნო ტურში “ვალენსიას” ესტუმრება, რომელიც ჩემპიონატის ლიდერია.
GBF.GE
თორნიკე შენგელიამ შეიძლება “რეალთან” ითამაშოს
როგორია შენგელიას მდგომარეობა – ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს – “ტენერიფემ” “მურსია” დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა – “ტენერიფე” “ბასკონიასთან” დამარცხდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს