14 ქვეყანა დასავლეთ სანაპიროზე 19 ახალი დასახლების მშენებლობის შესახებ ს გეგმას გმობს

თოთხმეტმა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და გერმანიამ, დაგმეს ს უსაფრთხოების კაბინეტის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 19 ახალი დასახლების მშენებლობის საკითხის დამტკიცება.
„მოვუწოდებთ ისრაელს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც დასახლებების გაფართოება. ასეთი ცალმხრივი ქმედებები, როგორც დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების პოლიტიკის უფრო ფართო ინტენსიფიკაცია, არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სამართალს, არამედ არასტაბილურობის გაღვივების რისკსაც ქმნის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ასევე ბელგია, , საფრანგეთი, იტალია, ისლანდია, ირლანდია, იაპონია, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია და ესპანეთი.
განცხადების ხელმომწერი ქვეყნები თვლიან, რომ აღნიშნული ქმედებები ღაზას სექტორთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი გეგმის განხორციელების ჩაშლის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივებისთვის ზიანის მიყენების რისკს ქმნიან.
„ვიმეორებთ ჩვენს მკაფიო წინააღმდეგობას ანექსიის ნებისმიერი ფორმისა და დასახლებების პოლიტიკის გაფართოების მიმართ, მათ შორის E1 დასახლებისა და ათასობით ახალი საცხოვრებელი ერთეულის დამტკიცების მიმართ. მოვუწოდებთ ისრაელს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ასევე დასახლებების გაფართოება გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2334 რეზოლუციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც