“14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა” – სლოვაკურმა გამოცემამ “ატლეტიკოსთან” “სლოვანიდან” ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან…
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში გურამ კაშიას “სლოვანი” “ატლეტიკოსთან” გასვლაზე 1:3 დამარცხდა. სლოვაკურმა regiony.sme.sk-მ აღნიშნულ მატჩზე ბრატისლაველ ფეხბურთელთა რეიტინგი გამოაქვეყნა და ჩვენდა სამწუხაროდ, საიტმა ყველაზე სუსტად საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიიჩნია.
“მეორე გოლის დროს კაშიამ სიტუაცია ვერ შეაფასა, როდესაც მას თავზე 14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი გადაახტა. ის ფრანგისგან მესამე გოლის მომენტშიც შორს იყო. გურამი “ატლეტიკოსთან” ყველაზე სუსტი მოთამაშე იყო”, – წერს გამოცემა.
ინფორმაციისთვის, სლოვაკებმა კაშიას 3 (მაქსიმუმ 6-ქულიანი მაჩვენებლით) ქულა დაუწერეს, მაგრამ სხვა გამოცემები ამას არ ეთანხმებიან. მაგალითისთვის, Flashscore-მა ქართველი 6,7
ქულით შეაფასა, რაც “სლოვანში” ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. Whoscored-მა კი გურამ 6,5 არგუნა, რითაც ასევე ბევრ თანაგუნდელს აჯობა.
ხდება ხოლმე ფეხბურთში, ამგვარი რაღაცეები, მახსოვს ლეგენდარულმა დავით ყიფიანმა აართვა ბურთი ლეგენდარულ ინტერის მცველს ჯაჩინტო ფაკეტის და გაიტანა გოლი იქ მილანის სან სიროზე , ერთით ნული მოიგო დინამო თბილისმა ,ვინ იტყვის რომ ფაკეტის ბრალია ,ასე რომ გურამ არ ინერვიულო ყველა გულშემატკივარი თქვენთან ვართ, გვახსოვს ზღაპრის ბოლო კეთილია წარმატებებს გისურვებთ კაშო, მადლობა
