14 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს არასამთავრობო ორგანიზაციების სამ წარმომადგენელს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა14 დეპუტატი და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გააძევა, რამდენიმეს კი სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა და გამოსვლა შეაწყვეტინა. სხდომაზე 29 აპრილს, მეორე მოსმენით განიხილება სადავო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტი.
სხდომიდან გაძევებული დეპუტატები ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. ესენია: , , , თამარ კორძაია, , ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, , დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, თინა ბოკუჩავა, ნიკა მაჭუტაძე, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე.
ოპონენტი კოლეგების დარბაზიდან გაძევების მიზეზად ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. კერძოდ, ოხანაშვილი მიუთითებს, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”, ისინი ასევე მიკროფონის ჩართვის გარეშე სვამენ კითხვებს და ხელს უშლიან განხილვის პროცესს.
ხატია დეკანოიძის მხრიდან დარბაზის დატოვებას ხმაური და დაპირისპირება მოყვა უმრავლესობის დეპუტატთან, გურამ მაჭარაშვილთან. დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს „რუსები“ და „არარაობები“ უწოდა. მის ამ რეპლიკას გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ში თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილის ბოთლი ესროლა.
დეპუტატების გარდა, საკომიტეტო განხილვიდან გააძევეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლიკა საჯაია, ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი.
ლიკა საჯაიას დარბაზის დატოვებისას, სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვიკმა “უზრდელი” უწოდა, ნათია კუპრაშვილს კი უთხრა, რომ ის შეურაცხყოფას აყენებდა მის კოლეგა დეპუტატებს.
“დატოვეთ დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. უზრდელად მოქცევის საშუალებას არ მოგცემთ,“ – ასე მიმართა ლიკა საჯაიას ანრი ოხანაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას, “ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას – ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს.
ორგანიზაციის განცხადებით, “ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა”.
ანრი ოხანაშვილის მხრიდან კოლეგების და სამოქალაქო სექტორის გაძევების და გაჩუმების მცდელობათა პარალელურად, დარბაზი საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვეს დეპუტატებმა: მ, მ და ანა ნაცვლიშვილმა.
გარდა დარბაზიდან გაძევებისა და სიტყვის თქმის უფლების შეზღუდვისა, ანრი ოხანაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ მისცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ან მოსაზრების გამოთქმის საშუალება. ოხანაშვილის განმარტებით, ამ სხდომაზე რეგლამენტი მხოლოდ კითხვის დასმას ითვალისწინებს.
საკომიტეტო მოსმენაზე შეზღუდულია მედიის დასწრებაც. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ონლაინმედიის დაშვების გარეშე მიმდინარეობს. 29 აპრილს შეიზღუდა ტელემედიის ჯგუფების დაშვებული რაოდენობაც.
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც 10 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
დღეს, 29 აპრილს, მმართველი პარტია კანონპროექტის მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას თბილისში გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება