14 მოკლული და 25 დაჭრილი, ჩეხეთში გლოვის დღეა – აქვს თუ არა კოზაკს სხვა მკვლელობებთანაც კავშირი

ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია. 14 მოკლული და 25 დაჭრილი პრაღის უნივერსიტეტში – ასეთია სისხლიანი და ტრაგიკული დღის შედეგი.
24 წლის სტუდენტი, რომელიც სერიული მკვლელი აღმოჩნდა, პრაღის უნივერსიტეტში სროლას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ წყვეტდა. 24 წლის დავიდ კოზაკმა, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ თავი მოიკლა.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, პოლიცია პერიოდულად ასაჯაროებს ახალ დეტალებს. დღეს კი ბოლო ბრიფინგზე დადასტურდა, რომ თავმდამსხმელმა თავი მოიკლა.
პოლიციამ დაასრულა ბალისტიკური ექსპერტიზის პირველი ეტაპი, სადაც საქმე ეხებოდა პრაღაში მომხდარ მკვლელობას, პრაღაში ტყეში იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცის და მისი 2 თვის შვილის ცხედარი იპოვეს. დადგინდა, რომ იარაღი, რომელიც კოზაკს ამოუღეს, იგივე იარაღი ფიგურირებდა მამაკაცის და მისი შვილის მკვლელობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა