14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა

14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით -მ ორი პირი დააკავა
14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ, სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – აქციაზე შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება, დააზიანეს განათების ფანრები და სხვა ინვენტარი, ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას, პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი

შსს – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს იმოქმედებს მანდატის ფარგლებში