14 აგვისტოდან სოხუმში ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყება

სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს” აეროპორტიდან სოხუმში პირდაპირი რეისები 14 აგვისტოს დაიწყება. ავიაკომოანია iFly-ის Airbus A330-ით პირველი პირდაპირი რეისები 14 და 20 აგვისტოს არის დაგეგმილი. ფრენა ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ინფორმაციას „აფსნიპრესი” ავრცელებს. ამ რეისებით ტურების გაყიდვები უკვე დაიწყეს. აქამდე სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმში ფრენა მხოლოდ ტრანსფერით იყო შესაძლებელი.
14 აგვისტოს რეისზე ბილეთის ღირებულება, დაახლოებით, 20 ათასი რუბლი (251 დოლარი), ხოლო 20 აგვისტოს ფრენაზე 30 ათასი რუბლია (376 დოლარია).
iFly-ის ფართოკორპუსიანმა თვითმფრინავმა, Airbus A330-მა პირველი რეისი ივნისში მოსკოვიდან შეასრულა. ეს რეისი უჩვეულო იმით იყო, რომ ის რუსულმა ტურისტულმა კომპანია „ბიბლიო-გლობუსმა“ დააორგანიზა, ანუ აფხაზეთში „ტურისტები უკვე შეძენილი ტურისტული პროდუქტით ჩაფრინდნენ.”
ცნობისთვის, დან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ პირველი მაისიდან აღდგა. სოხუმში ამჟამად სანქცირებული ავიაკომპანიები, UVT Aero, „იკარი,” iFly და „რუსლაინი” დაფრინავენ. მათ შესაძლოა, Nordwind Airlines-იც დაემატოს. ყველა ამ ავიაკომპანიას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალება. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ს ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი,“ Скол და სხვ.