13 ნოემბერს, 12:30-ზე, ცესკოსთან ქალების აქცია გაიმართება – დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!

დავიბრუნოთ ჩვენი ხმა – ქალების პროტესტი – 13 ნოემბერს, 12:30 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ქალების საპროტესტო აქცია ჩაინიშნა.

13 ნოემბერს 12:30 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიმართება ქალების საპროტესტო აქცია “დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!”.

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს საარჩევნო ხმები, მოპარეს ევროპული მომავალი.

ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების იძულებითი ემიგრაციის უდიდეს საფრთხეს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ქვეყანა არ დაიცალოს საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისგან!

ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი გმირების ხსოვნის შებღალვას და მტრისთვის დაჩოქებას!

გაყალბებულია!

ხმები მოპარულია!

ვითხოვთ ახალ არჩევნებს!, – წერენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს

მაკა ბოჭორიშვილი – პრემიერმა კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას – საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა