13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.
კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), შპს „ჯავახავტოგზა“-მ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები, რის გამოც, 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “