13 წლის გოგოს აშანტაჟებდა და ინტიმური შინაარსის ფოტოებს აგზავნინებდა – 23 წლის კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2 000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა.
მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავეს ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. წარდგენილი ბრალდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.