,,12 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა…“ – დააკავეს მძღოლი, რომელიც მოპედს დაეჯახა

7
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომანქანის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ასევე დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებას.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ ტირძნისში მანქანა მოპედს დაეჯახა. მოპედს 12 წლის მოზარდი მართავდა. ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი მკურნალობის და რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ახლობლებმა საზოგადოებას დასახმარებლად მიმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს