„12 ნოემბრიდან მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, პირისპირ გავესაუბრები თბილისელებს მათ საჭიროებებზე“- კალაძე

„12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათ დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს.
„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, მესამე ვადით მოიპოვო თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ყველა დაწყებული რეფორმა და განვახორციელოთ გეგმები, რაც წინასაარჩევნოდ წარმოგიდგინეთ. ეს არის ერთი მხრივ დასტური იმისა, რომ მივდივართ სწორი გზით – ყველასთვის თვალსაჩინოა ჩვენი ულამაზესი თბილისის სასიკეთო გარდაქმნა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, მეტი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის განვითარებაში“, – განაცხადა მ.
მანვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
„მინდა, თითოეულ ამომრჩეველს, თითოულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო ამისთვის. გაძლევთ პირობას, თქვენი ხმა იქცევა კონკრეტულ საქმედ. იმ სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ, კარგი გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში. მზად ვართ, გემსახუროთ თავდაუზოგავად. როგორც იცით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფები სხვადასხვა ობიექტზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები გვაქვს. შესაბამისად, მაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მივდივართ ყველა რაიონში, ყველა უბანზე და უშულოდ იქ მცხოვრები ადამიანებისგან ვიღებთ ინფორმაციას არსებული პრობლემების შესახებ. ამასთან, აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ვგრძობ თქვენგან, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია და მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა