უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი. სამინისტროს განცხადებით, დაჭრილია კიდევ ათობით პირი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს შეტევა უდრიდა ტერორისტულ თავდასხმას.
“რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტზე და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად” – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.
“კონსტანტინოვკაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ვიცით, რომ 44-მდე პირი დაჭრილია” – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ტელეგრამით.
ფორუმი